Saturday, April 7, 2012


ბულბულისციხე

სოფელი ბულბულისციხე მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტში, ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე შოლას (მტკვრის მარცხენა შენაკადი) სათავეში, ხაშურიდან 12,5 კილომეტრის მანძილზე.
ბულბულის ციხე (ქვიშხეთის ციხე) მდებარეობს სოფლიდან სამხრეთ-დასავლეთით 1,5 კილომეტრზე. თარიღდება ფეოდალური ხანით. აგებულია რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლები დანგრეულია. შემორჩენილია ნახევარწრიული გოდოლის ნაშთი. დასავლეთ ნაწილში და სამხრეთის სათოფურებიანი კედელი (სიმაღლე 5 მ, სიგრძე 35 მ; კედლის სისქე ზედა ნაწილში 1,2 მ, ქვედაში - 2 მ). ციხე მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე.
 

No comments:

Post a Comment