Wednesday, June 13, 2012

ჩემი მთავარი მიზანი ამ საიტის გაკეთებისა ის არის, რომ საზოგადოებამ უკეთ შეიცნოს შიდა ქართლი და უკეთ გაეცნოს მის ღირსესანიშნაობებს..

ბიბლიოგრაფია

ბიბლიოგრაფიისს სანახავად დააჭირეთ ბმულს

Saturday, April 7, 2012


ატენის სიონი

ატენის სიონი — VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს გორიდან 12 კმ-ზე, ატენის ხეობაშიმდ. ტანასმარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე.

ძეგლის აღწერა [რედაქტირება]

ტაძარი ცენტრალურ-ჯვარ-გუმბათოვანია (24X19 მ; სიმაღლე 22 მ), ტეტრაკონქის ტიპის, ნაგებია მომწვანო-მონაცისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით, გამოყენებულია სხვა ფერის ქვებიც. შესასვლელები სამრეთით და ჩრდილოეთითაა. ტაძრის გეგმის საფუძველია ტეტრაკონქი, რომლი წამყვან კომპოზიციურ ბირთვს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი. მასზე აღმართულია სფერული გუმბათის რვაწახნაგა, ოთხსარკმელიანი ყელი, რომელიც აფსიდების შვერილებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა კონუსური ფორმის, სამ წყებად განლაგებული ტრომპების საშუალებით ხდება. გუმბათის სფეროში გამოსახულია რელიეფური ჯვარი. გუმბათქვეშა სივრცე ოთხმხრივ გახსნილია აფსიდებით — ისინი გეგმაში ჯვარს ქმნიან. ჯვრის მკლავებს შორის, ყოველ კუთხეში, თითო ოთახია, რომლებიც მცირე, წრის სამი მეოთხედი მოხაზულობის სათავსებით უკავშირდებიან ტაძრის ცენტრალურ სივრცეს. საკურთხევლის აფსიდის მიმდებარე ოთახები სამკვეთლო და სადიაკვნეა, ხოლო დანარჩენი ორიდან სამხრეთ-დასავლეთისა საქალებოა. ამ სათავსს დამოუკიდებელი შესასვლელი ჰქონდა სამხრეთიდან. გუმათქვეშა საბჯენი თაღები ოდნავ ნალისებრია. საკურთხეველი ამაღლებულია ორი საფეხურით. აღმოსავლეთი აფსიდის შუა სარკმლის ქვეშ დგას სატრაპეზო ქვა — ტრაპეზი, რომლის ორივე მხარეს დასაჯდომი საფეხურებია მსახურთათვის. საკურთხეველში სამი სარკმელოა, სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებში — თითო, რვაწახნაგა კამარით გადახურულ სამკვეთლოში — ორი, ჯვაროვანი კამარით გადახურულ კუთხის ოთახებში კი თითო. საკურთხევლისა დადასავლეთ აფსიდის წინ ბემებია, რის გამოც შენობის აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი უფრო გრძელია, ვიდრე სამხრეთ-ჩრდილოეთისა.
1968-1975 წწ. სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნომ შეაკეთა და გაამაგრა ტაძრის ფასადების ქვედა მონაკვეთები (ხელმძღვანელი არქიტ. ლ. ხიმშიაშვილი), გუმბათის სახურავი (ხელმძღვანელები არქიტ. რ. გვერდწითელი, თ. ნემსაძე). 1983 წ. კი შენობა გადაიხურა ქვის ლორფინებით (ხელმძღვ. რ. გვერდწითელი), გაიწმინდა და გამაგრდა მოხატულობა (ხელმძღვანელი გ. ჭეიშვილი, კ. ბაკურაძე).

წარწერები კედლებზე [რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : ატენის სიონის წარწერები.
ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენებული არიან ისტორიული და სხვა პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები. წარწერები საყურადღებოა ენისა და დამწერლობის თვალსაზრისითაც; ისინი მდიდარ მასალას გვაძლევენ საქართველოს ისტორიულ, კულტურულ, ენისა თუ პალეოგრაფიის მთელი რიგი საკითხების კვლევისათვის.

მოხატულობა [რედაქტირება]

ატენის სიონის ინტერიერში, ბათქაშის ჩამოცვენის შედეგად, ქვის ზედაპირზე გამოვლინდა უძველესი დეკორის ფრაგმენტები: წითელი საღებავით შესრულებული არქიტექტურული წყობის იმიტაცია აფსიდების კონქში, თაღებში, ასეთივე საღებავით შემოხაზული რელიეფური ჯვარი გუმბათში. ტაძარში გაირჩევა აგრეთვე პირველ ფენასთან ქრონოლოგიურად ახალი მდგომი, უფრო გვიანდელი დეკორი რომელიც არაუგვიანეს VII საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება, — აფსიდის რვა შვერილზე და სამსხვერპლოს კარის ზემოთ, ნაცრისფერი ბათქაშით დაფარულ კედელზე თეთრი და წითელი საღებავებით გამოსახულია „დამცველობითი ფუნქციის“ განედლებული ჯვრები.
ფრესკები
 (1/8)
ატენის სიონი
ტაძრის ინტერიერი მთლიანად მოიხატა XI საუკუნისის II ნახევარში. წერის მანერისა და ტექნიკური ხერხების მიხედვით განირჩევა რამდენიმე მხატვრის ხელი. მიუხედავად ამისა, მხატვრობის იკონოგრაფიული და მხატვრული ჩანაფიქრი ერთიანია. მოხატულობის იკონოგრაფიული სქემა ძველ ქართულ ტრადიციას მისდევს და ნაწილობრივ იმითაც განისაზღვრება რომ ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა. გუმბათის მხატვრობა შემორჩენილია ფრაგმენტულად: გუმბათის კამარაში — ჯვარი, გუმბათის ყელში წინასწარმეტყველები, ტრომპებზე მახარებლები, ტრომპების ნახევარწრეებში სამოთხის ოთხი მდინარის პერსონიფიკაციებია. აფსიდებში დამოუკიდებელი იკონოგრაფიული ციკლებია შემორჩენილი. საკურთხევლის აფსიდის კონქში გამოსახულია ღვთისმშობლი ნიკოპეა, ბემის კამარაზე — ქრისტე ყოვლისმპყრობელი და ოთხი წინასწარმეტყველი, აფსიდის კედლებზე — თორმეტი მოციქული, ცენტრში — პატარა ჯვარი. ბემის კედლებზე ზიარების ორნაწილიანი სცენაა; ქვემო რეგისტრში ეკლესიის ათი მამის გამოსახულებაა, შუა სარკმლის წითხლებზე — ორი მესვეტის, აფსიდის შვერილებზე — ორი დიაკვნისა.
სამხრეთი აფსიდი იყოფა ოთხ რეგისტრად. ზედა რეგისტრში გამოსახულია მთავარანგელოზი და აპოკრიფული სცენები ღვთისმშობლის ცხოვრებიდან; კონქის აღმოსავლეთ ნაწილში — ძღვენის უარყოფაყვედრება იოაკიმესგან ანასიანას ხარებაიოაკიმეს ხარება. მეორე რეგისტრში — შეხვედრა ოქროს კარიბჭესთანღვთისმშობლის შობაღვთისმშობლის შვიდი ნაბიჯიღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება; მესამეში — ხარებამარიამის და ელისაბედის შეხვედრაღვთისმშობლის წყლით მხილებაიოსების სიზმარი; მეოთხეში — შობა დაღვთისმშობლის მიძინება.
ჩრდილოეთი აფსიდიც ოთხ რეგისტრად იყოფა და აქაც ზედა რეგისტრში მთავარანგელოზია გამოსახული; კონქში მირქმა და ნათლისღება; მეორე რეგისტრში — ფერისცვალებალაზარეს აღდგინებაიერუსალიმში შესვლა; მესამეში - საიდუმლო სერობაჯვარცმაჯოჯოხეთის წარმოტყვენამენელსაცხებლე დედანი; მეოთხეში — ამაღლებასულთმოფენობა.
დასავლეთის აფსიდი მთლიანად უჭირავს განკითხვის დღის რთულ კომპოზიციას. ბემის თაღში გამოსახულია ანგელოზი, რომელიც ცის კამარას ახვევს; აფსიდის პირველ რეგისტრში — ვედრებამოციქულებით და ანგელოზებით (ნაწილი ფიგურებისა ბემში გადადის); მეორე რეგისტრში, ფანჯრის ზემოთ — ჰეტიმასიააფსიდის სამხრეთ კედელზე, ორ რეგისტრში გამოსახულია სამოთხე წმინდანთა გუნდებით; ჩრდილოეთი კედელი სამავე რეგისტრებში კი ჯოჯოხეთის სცენების ფრაგმენებია შემორჩენილი; ქვედა რეგისტრში წარმოდგენილნი არიან წინასწარმეტყველები. მოპირდაპირე მხარეს ქვედა რეგისტრის გაგრძელებაზე კტიტორთა პორტრეტებია (წარწერები ძალიან დაზიანებულია და გამოსახულ პირთა ვინაობა სადაოა).
მეორე ფენის მხატვრობის კომპოზიციები მკაცრი და მონუმენტურია. კოლორიტი აგებულია ცისფფრის სხვადასხვა ტონებზე - ბაცი მონაცისფროდან სუფთა კობალტამდე და ამ ფერების მოვერცხლისფრო მწვანესთან, წითელსა და იისფერთან შეხამებაზე. სახეები მოდელირებულია ბაცი, ოდნავ მოყავისფრო ტონის ფართო მონასმებით.
ტაძრის კედლის მოხატულობა (რელიგიის სიუჟეტები, ქართველ მეფეთა და ადგილობრივი ფეოდალთა ფრესკები) მკაფიოდ ეროვნული ხასიათისაა. კომპოზიციათა მხატვრული გააზრების, პერსონაჟთა სხეულისა და სახის ნატიფი მოდელირების, არტისტული გამომსახველობისა და ჟღერადი კოლორიტის გამო იგი ქართული მონუმენტური ფერწერის საეტაპო ნაწარმოებად ითვლება. მკვლევრები მას სხვადასხვანაირად ათარიღებენ: შ. ამირანაშვილი 904-906რ. შმერლინგი, თ. ბარნაველი - 1072-1080. ტაძარში IX-XI საუკუნეების მრავალი ლაპიდარული და ფრესკული წარწერაა შემონახული, რომლებიც მნიშვნელოვან ისტორიულ ცნობებს შეიცავენ.

ფასადი [რედაქტირება]

ტაძარი ორსაფეხურიან იმპოსტზე დგას, რომლის ქვეშ ფართო და დაბალი ცოკოლია. ტაძრის გარეგნული ფორმები ნათლად გამოხატავს შიგა სივრცის ორგანიზაციას. შენობის ძირითადი მასები გუმბათქვეშა კვადრატიდან საფეხურებად იშლება. შიგნიდან მომრგვალებულ აფსიდს გარეთ შეესატყვისება სამწახნაგოვანი შვერილი, რომელსაც ბრტყელი თაღოვანი ნიშებით უკავშირდება კუთხის ოთახების გლუვი კედლები. გუმბათის ყელი — მასიური. გუმბათქვეშა კვადრატის ფუძეს საკმაოდ ამაღლებული კუთხეები აქვს. კვადრატის კუთხის კედლები არასწორადაა ამოყვანილი — ზევით ვიწროვდება (ჩანს შეკეთების კვალი). კვადრატის ყელის მეტი ნაწილი თავიდანაა ამოყვანილი და თანაც ამაღლებულია ერთი კვადრით. სახურავის სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით კუთხეებში ცხვრის თავის გამოსახულებებია, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის კუთხეში მინიატურული ტაძრის გუმბათი. გუმბათის ყელი და საერთოდ მთელი შენობა მასიურობისა და სიმძიმის შთაბეჭდილებას ქმნის.
განსაკუთღებით მორთულია აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადები. აღმოსავლეთის ფასადის წინ ვიწრო გასასვლელია დატოვებული, რაც აძნელებს სარკმლების ზემოთ მოთავსებული სკულპტურული გამოსახულებების აღქმას.სარკმლები შემკულია დეკორატიული რელიეფური სათაურებით. საკურთხევლის სარკმლის ზემოთ კომპოზიციურად ერთმანეთთან დაკავშირებული შვიდი რელიეფური გამოსახულებაა. აღმოსავლეთ ფასადის შუა წახნაგზე გამოსახულია ქრისტე დასალოცად აწეული ხელით, გვერდით წახნაგებზე — ორ-ორი ფრონტალურად მდგომი ფიგურა, ხოლო ქვემოთ, გვერდებზე — ცხოველები და ფრინველები.
ტაძრის მთავარი სამხრეთის შესასვლელი (აქ ადრე კარიბჭე მდგარა) მორთულია ორმაგი ბურთულებიანი კაპიტელებით, ბაზისებით და დეკორატიული ნახევარსვეტებით. სამხრეთ ფასადზე რელიეფური ფიგურებია გამოსახული, ფასადის აღმოსავლეთ ნიშში ამოკვეთილია სომხური ასომთავრული წარწერა („მე თოდოსაკ მაშენებელი ამ წმიდა ეკლესიისა“), რომელიც მიჩნეული იყო სამშენებლო წარწერად. ახალი გამოკვლევის მიხედვით (გ. აბრამიშვილი, ზ. ალექსიძე) წარწერა გვიანდელი უნდა იყოს. ზოგი მკვლევარი (აკად. გ. ჩუბინაშვილი) თოდოსაკს ტაძრის ამშენებლად მიიჩნევს, ზოგი კი (გ. აბრამიშვილი) — ატენის სიონის რესტავრატორად. ჩრდილოეთ ფასადზე, შესასვლელის ტიმპანზე, გამოსახულია ორი ირემი, აფსიდის გვერდის ლავგარდნის ქვეშ-წმინდანი და მის წინ მდგომი კტიტორი, ხოლო მარცხენა ნიშში ორი რელიეფური სცენაა წარწერებით: დავით გარეჯელის მოწაფე ლუკიანე ირემს წველის და სამსონის ლომთან შებრძოლება. დასავლეთის ფასადზე შეკეთებების შედეგად რელიეფებს შეცვლლილი აქვთ ადგილი. ფასადის მარცხენა ნაწილში, სარკმლის ქვემოთ, შემორჩენილია რელიეფური კომპოზიციები: სამსონის ლომთან შებრძოლება, წინასწარმეტყველი აბაკუმი ანგელოზს მიჰყავს ორმოში მყოფ დანიელთან, ნადირობის სცენა და სხვა. გუმბათის ყელის აღმოსავლეთ ფასადზეც რელიეფური გამოსახულება და ქართული ასომთავრული წარწერაა. გუმბათის ყელის სარკმლების სათაურებიც ორნამმენტირებულია. პროფილირებული სადა ლავგარდნები გვიანდელია.
ტაძრის ფასადებს ამკობს რელიეფები, სარკმელთა ჩუქურთმიანი თავსართები, მხატვრულ-კომპოზიციურად ატენის სიონის რელიეფები ბევრად ჩამოუვარდება მცხეთის ჯვრის რელიეფებს, ამასთან ისინი ორგანულად არ ნაწილდებიან ფასადებზე. სტილისტური ანალიზი ცხადყოფს, რომ რელიეფები სხვადასხვა დროს არის შექმნილი. ნაწილი ტაძრის აშენების თანადროულია, უმეტესობა კი X საუკუნის II ნახევრის სომხურ რელიეფებს ემსგავსება.

სამწევრისის ტაძარი

სამწევრისის ტაძარი - სამწევრისის წმინდა გიორგის ტაძარი, მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში, მდინარე ძამის მარცხენა ნაპირზე, მდინარეების მტკვარისა და ძამის წყალგამყოფი სერის აღმოსავლეთ ბოლოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VII საუკუნის I მესამედით. ეკლესია წარმოადგენს "თავისუფალი ჯვრის" ტიპის შენობათა რიგს (9,6X8,8 მ; სიმაღლე 10,6 მ), ნაშენია მონაცისფრო-მოწითალო ქვიშაქვის კარგად გათლილი მოზრდილი კვადრებით. გეგმის ჯვრისებრი მოხაზულობა მკაფიოდაა გამოვლენილი ინტერიერში და გარე მასებშიც. ნაგებობა დგას სამსაფეხურიან ცოკოლზე, რომლის ქვეშ განიერი ბაქანი კლდეს ემყარება. ნაგებობების აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი რამდენადმე წაგრძელებულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესიის ინტერიერი წარმოადგენს ერთიან სივრცეს, ცენტრალურ გუმბათქვეშა კვადრატში ყოველი მკლავის წინ დამატებულია განიერი თაღი. კვადრატიდან გუმბათზე გადასვლა განხორციელებულია ტრომპების სისტემით: კვადრატის კუთხეებში მოთავსებულია ოთხი დიდი, მათ ზემოთ კი რვა მცირე ტრომპი. რვაწახნაგა გუმბათის ყელში ორი სარკმელია - აღმოსავლეთით და დასავლეთით. სარკმლების თაღის ქუსლის დონეზე მდებარეობს კუთხის ოთხი ტრომპის ქუსლი. ინტერიერში სარკმლების განთავსება მხატვრულად გააზრებულია: ერთი - აღმოსავლეთითაა, საკურთხეველში, მეორე - სამხრეთით, შესასვლელის თავზე, მესამე - დასავლეთით, კამარასთან. სარკმლების განლაგების დონე თანდათან მაღლდება აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ამით მიღწეულია შიდა სივრცის თანაბარი განათება. ჯვრის მკლავები გადახურულია ცილინდრული კამარებით. გუმბათის სფეროში რელიეფური ჯვარია.
ძეგლი დააზინანა 1940 წლის 8 მაისის ძლიერმა მიწისძვრამ: დაინგრა გუმბათი, კამარები, სამხრეთისა და აღმოსავლეთის მკლავის კედლები. სარესტავრაციო სამუშაოები რომლებიც ეკლესიას 1950-1953 წლებში სამეცნიერო-სარესტავრაციო ჯგუფმა ჩაუტარა (ხელმძღვანელი ლ. ხიმშიაშვილი), ძეგლს დაუბრუნა თავისი პირვანდელი სახე.

წარწერები კედლებზე [რედაქტირება]

ძეგლზე შემორჩენილია ორი წარწერა: პირველი (აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის სათაურის ქვემოთ) X საუკუნისაა და სოფელ სამწერვრისში არხის გვაყვანას გვაუწყებს; მეორე (სამხრეთ ფასადის ზემო მონაკვეთში) უშუალოდ ტაძარს ეხება:
ვიკიციტატა„მეორედ მაშენებელსა ფანასკერტელს მერაბს შეუნდვნეს ღმერთმან. ზედამდეგს ცოდვილს საბას შეუნდვნეს ღმერთმან“
. XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ამ ადგილის მფლობელებს - ფანასკერტელ-ციციშვილებს (კერძოდ, მერაბ ციციშვილს) ეკლესია შეუკეთებიათ და უკურთხებიათ წმინდა გიორგის სახელობაზე (თავდაპირველად წმ. ჯვარი ეწოდებოდა). წარწერაში მოხსენიებული ზედამდეგი საბა ეჯლესიის განახლებას ხელმძღვანელობდა.

ფასადი [რედაქტირება]

ეკლესიის ფასადებისა და ინტერიერის მხატვრულ-ტექტონიკური გამომხატველობა მიღწეულია თლილი ქვის მოზრდილი კვადრების ოსტატურად ამოყვანილი კედლის სიბრტყეებით. მკაცრად არის დაცული წყობის რიგების ჰორიზონტალური სწორხაზოვნება. ფასადებზე შემკულობით ხაზგასმულია მხოლოდ შესასვლელი და სარკმლები. აღმოსავლეთის სარკმლის თაღს ზემოთ რქების ან გველის ორნამენტირებული გამოსახულებაა. სამხრეთისა და დასავლეთის სარკმელთა სათაურები შემკულია მცირე თაღების მოტივით (გვხვდება აგრეთვე მცხეთის ჯვრის დიდ ტაძარზე, წრომში და სხვ.). გუმბათის ყელში გაჭრილი ვიწრო სარკმლები მოურთველია, რადგან ისინი ქვევიდან ძნელად იკითხება. შესასვლელის ტიმპანზე ამოკვეთილია სადა ჯვარი.
ეკლესიის მკლავების ლავგარდანი თავდაპირველად მცირე თაღების რიგისაგან იყო შედგენილი. გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეებში სადა თაროსებრი ლავგარდანია (მეტი ნაწილი აღდგენილია XV-XVI საუკუნეებში). გუმბათის ლავგარდნის პროფილი შედგენილია თაღებისა და სიღრმეში საფეხურებად განთავსებული სამკუთხედებისაგან. ეკლესია გადახურული იყო კრამიტით. თავდაპირველ კრამიტთან ერთად გვხვდება XV-XVI საუკუნეებისა და XIX საუკუნის კრამიტიც.
რელიეფები
 (1/3)
სამწევრისი

კარიბჭე [რედაქტირება]

ეკლესიისათვის მოგვიანებით სამხრეთით მიუშენებიათ კარიბჭე, რომელიც1925 წელს სოფლის მოსახლეობას მოუნგრევია. თუმცაღა შესძლებელია შემორჩენილი ფრაგმენტებით მისი არქიტექტურული სახის აღდგენა. კარიბჭის სამხრეთი კედელი სადაა. ჩრდილოეთის კედელი, რომელიც ეკლესიის სამხრეთ კედელს ეკვრის, დანაწევრებულია დეკორატიული თაღებით. შუა ამაღლებული თაღი ეკლესიის შესასვლელის პირდაპირაა მოთავსებული (კარიბჭის აგებისას დაზიანებულა ტაძრის პორტალის ზედა ნაწილი, რაც აძნელებს პორტალის თავდაპირველი სახის აღდგენას). კარიბჭეს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარიბჭის ჩრდილოეთ კედლის პილასტრები ერთმანეთთან დაკავშირებულია დეკორატიული თაღებით. თაღებს ზემოთ კედელი გრძელდებოდა და წყობა თანდათან ცილინდრულ კამარას ქმნიდა. კარიბჭე, ეკლესიის მსგავსად, ნაგებია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით.

ურბნისის სიონი

ურბნისის სიონი - სამნავიანი ბაზილიკა მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში. სტილისტური ნიშნებით და აგრეთვე ჩრდილოეთ ფასადის ასომთავრული წარწერის პალეოგრაფიული შესწავლის საფუძველზე თარიღდება V-VI საუკუნეების მიჯნით. აღნიშნულ წარწერაში მოხსენიებულია ტაძრის ქტიტორები ვინმე კონსტანტი და მამა მიქელი. დანარჩენ სამ სხვადასხვა დროის წარწერაში ეკლესიის აღდგენაზეა ლაპარაკი.
ურბნისის სიონი სამნავიანი ბაზილიკაა (32,1X22,4 მეტრი), მისი გეგმა, სივრცითი გადაწყვეტა და გარე მასები ბაზილიკისათვის დამახასიატებელ მკაფიო ნიშნებს ატარებს. ეკლესიის ინტერიერში და ფასადებში ნათლად იკითხება პირვანდელი (VI-VII სს. მიჯნა) და შემდგომი (IX ს-ის II ნახევრის და 1668 წლის) შეკეთება-აღდგენის სამშენებლო ფენები. ადრინდელი ფენები ამოყვანილია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით. მომდევნო პერიოდში აღსადგენად სხვადასხვა ფორმის ქვებია გამოყენებული, წყობა ირეგულარულია. ტაძარში სამი შესასვლელია:სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან.
ეკლესიის ინტერიერში ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ოთხი, გეგმით ჯვრისებრი ბოძით. ბოძები და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული აგურის საბჯენი თაღები შუა ნავის სივრცეს ხუთ, თითქმის ტოლ მონაკვეთად ყოფს. ნავი გადახურულია აგურის ნახევარწრიული კამარით.
ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე აგურით გამოყვანილია ჯვარი. ასეთივე ჯვარია დასავლეთის ფასადზე. ჩრდილოეთ ფასადის დასავლეთ მონაკვეთში, სარკმლის ქვეშ ქვაა ჯვრის გამოსახულებით, კიდევ ქვემოთ კი ცხენის გამოსახულებაა. ეკლესიას აგურის კბილანა ლავგარდანიაქვს. სახურავი კრამიტისაა.
ურბნისის სიონი ადრინდელი ფეოდალური ხანის საქართველოს დიდი ბაზილიკების ჯგუფს მიეკუთვნება (ანალოგები- კაწარეთის სამება,ხირსა).

სარყის (სარკის) წმიდა გიორგის ეკლესია

სარკის წმიდა გიორგის მადლმოსილება ულამაზესი მთაკალთიანი ფერდობისაკენ მორწმუნეებს უწყვეტ ნაკადად იზიდავს. ტაძრისაკენ სავალი თავიდან ძნელად მოსჩანს, ბოლოს კი ბუნების დიდებულებით და ნაირგვარ ფერებით მოჩუქურთმებულ-მოვარაყებული გარემო მიწიერ სამოთხეს მოგვაგონებს. ეს ადგილი სიმშვიდისა და სიხარულის მნათობია მორწმუნე სულისათვის.
ლეგენდა - ქარელში, სოფელ საღოლაშენთან არის „დედოფლის მინდორი“ და „დასასრულად“ წოდებული ადგილი, რაც წმიდა, შენახულ ადგილს ნიშნავს. აქ გლეხკაცი არ ხნავდა და არც საქონელს უშვებდა. დაცვისა და შეუხებლობის ნიშნად ამ მდელოს ხნულის შემოვლებით სარყავდნენ. ერთ-ერთი სარყვის დროს დაღლილ გუთნისდედას ჩასძინებია და საკვირველი ჩვენება უხილავს გამოცხადებაში. გამოღვიძებულს არავისთვის უთქვამს, მხოლოდ ღვთისაგან მითითებულ ნიშანს ელოდა, რომელსაც ხვნა უნდა შეეფერხებინა. მართლაც, სარყვისას უღლეული შედგა და ადგილიდან აღარ იძვროდა. მეხრეს ხარების გასაფიცხებლად შოლტი გადაუკრავს გუთნის შემაფერხებელ მცენარეთა ფესვების ლანძღვით. მაშინათვე გულწასული მეხრე მიწაზე დაენარცხა და სული განუტევა. ხნულის გათხრისას დიდმოწამე გიორგის ქვაში ნაკვეთი ხატი გამოჩნდა. დღესაც აქ, „დასარყულ“ მინდორზე წმიდა გიორგის ბარელიეფში ნაკვეთი ქვის ხატი დევს, რომლის შესახებაც გუთნისდედას სიზმრეულ ჩვენებაში ეუწყა: ამოებრძანებინა, გაუხედნავ ხარებზე დაედო და ღვთის ნებისათვის მიენდო. სადაც ხარები დაღლილნი დაწვებოდნენ, იქ აეგოთ დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესია. ურემზე დაბრძანებული ხატით გაუხედნავმა უღლეულმა თრიალეთის ქედს მიაშურა. ეკლესიისაკენ მიმავალი გზის შუა წელზე საჯავარედ წოდებული შესასვენებელი ადგილია. აქ შეჩერებულან დაღლილი ხარები, შეუსვენიათ და გზა განუგრძიათ. დღეს აქ მორწმუნენი ჩერდებიან, რომ ძალამოკრებილნი კვლავ შეუდგნენ ეკლესიისკენ მიმავალ აღმართს. ბოლოს ხარები არაქათგამოცლილნი დაწოლილან. ამ ადგილას სამი მონაზონი შეკრებილა, რომელთაც ღვთის შემწეობით აუგიათ სარყის წმიდა გიორგის ეკლესია და მონასტერი დაუარსებიათ.
ჟამთა სიავით ათეული წლობით შეფერხებული ღვთისმსახურება მისი მაღალ ყოვლად უსამღვდელოესის ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით აღდგა და განახლდა სარკის წმიდა გიორგის ეკლესია, მოეწყო და დღესაც მოქმედებს მამათა მონასტერი, რომლის იღუმენიცაა მამა იოანე (ოხანაშვილი). სარკედ ქცეულ სარყეს სახელი შეეცვალა, მაგრამ მისი მადლმოსილება კვლავ სარკესავით ჩანს და მორწმუნეთა სულებს ათბობს.
ერთხელ ყიფიანებს ცხვარი მიუყვანიათ სარკის წმიდა გიორგის ეკლესიაში. ტრადიციისამებრ, ცხვარი ტაძრისათვის უნდა შემოეტარებინათ. ვეება ჭედილა ხელიდან დაუსხლტათ და სამი კილომეტრით დაშორებული ყინწვისის ეკლესიისკენ გაექცათ. დადევნებულებმა საოცრება იხილეს - ცხვარი გზის მიუთითებლად ყინწვისის ეკლესიაში მივიდა, სამჯერ გარშემო შემოუარა და კვლავ სარკეს ეკლესიისკენ გამოსწია. ეკლესიის კარებთან წინა ორი ფეხი მოიდრიკა და დაჩოქილმა თავი მიწას დაადო. ამის ხილვით შეძრული ხალხი შემოქმედს განადიდებდა და უფალს მადლობდა, რომელმაც პირუტყვის მიერ განსწავლა მცირედ მორწმუნენი თავმდაბლობასა და ღვთისმორჩილებაში.
გიორგობას სარკეს წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ზოგი მათგანი კლდოვან გზას ფეხშიშველა მიუყვება. როგორც ამბობენ, არ ყოფილა შემთხვევა, ვინმე ამის გამო გაციებულიყო, ან ფეხი დაზიანებოდა.
ერთხელ მძიმე ავადმყოფი ურემზე დაწოლილი მიიყვანეს, ტაძართან მისულმა კი ურმიდან დაუხმარებლად ჩამოსვლა და გავლა შეძლო.
წმიდანებს სხვადასხვა დახმარებას სთხოვენ. ეს იმაზეა დამოკიდებული, წმიდანი სიცოცხლეში რა სასწაულებს ახდენდა, ან რა კუთხით მოღვაწეობდა, როგორ ეწამა, გარდაცვალების შემდეგ როგორ შეეწეოდა ადამიანებს. წმიდა გიორგი განსაკუთრებული წმიდანია. მას სხვადასხვა თხოვნით მიმართავენ. სარკეს წმიდა გიორგიც სხვადასხვა თხოვნით მოსულ ადამიანებს შეეწევა. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ. კეთილად მთხოვნელთ მსწრაფლი შეწევნა მიუღიათ.